ვიდეოს ჩართვა

რას გთავაზობთ

კარიერული შესაძლებლობა, სასიამოვნო სამუშაო გარემო, გამომწვევი ამოცანები - ყოველივე ეს მაღალი ხარისხით და საიმედო გზით. კარიერული შესაძლებლობა ჩვენ მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ჩვენმა მომავლმა და ამჟამინდელმა თანაშრომლებმა საკუთარი საქმე აღიქვან როგორც საინტერესო, პერსპექტიული და მრავალფეროვანი შესაძლებლობის მქონე. აღნიშნულის მისაღწევად, გამოვიყენეთ ჩვენი შიდა ტრენინგის სისტემა, რათა ეგისში არსებული ცოდნა გაგვეხადა ხელმისაწვდომი და უზრუნველგვეყო მუდმივი განვითარების შესაძლებლობა. გარდა ამისა, კლასიკური კარიერული წინსვლის შესაქმნელად (იერარქიული გზა) ჩვენ, ასევე, შესაძლებელი გავხადეთ ჰორიზონტალური პროფესიული განვითარება. სასიამოვნო სამუშაო გარემო დღის უმეტეს ნაწილს ვატარებთ სამუშაო ადგილას თანამშრომლებთან ერთად. ნამდვილად საყურადღებოა, როგორ ვატარებთ ამ დროს. ამიტომ ძალიან

მნიშვნელოვანია კარგი ატმოსფეროს, შთამაგონებელი გარემოს და უსაფრთხო პირობების არსებობა. ჩვენ ვართ მწარმოებელი კომპანია და, შესაბამისად, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენი პროდუქციის შემუშავებისა და წარმოების სფეროებს, რათა დავრწმუნდეთ რომ ყველა პირობა არის შექმნილი უსაფრთხო სამუშაოსთვის, ხოლო ყველა საჭირო ინსტრუმენტი და დაცვის საშუალება ხელმისაწვდომია ჩვენი თანაშრომლებისთვის. ჩვენ, ასევე, ვაწყობთ საოჯახო დღეებს და ეგისის კლასგარეშე პროგრამებს, თანამშრომლებს შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის. გამომწვევი ამოცანები ეგისში ვაღიარებთ გამოწვევის ძალას. ჩვენ ვეძებთ და გთავაზობთ ისეთ ამოცანებს, როგორიცაა „მომავალი - დღეს“. ჩვენს კომპანიაში ამბიციური ხალხი წინ მიიწევს. ნაკლებად ამბიციურებს შეუძლიათ დარჩნენ თავიანთ პოზიციებზე. მიზანია ყველა მუშაკის კმაყოფილება და ერთგულება. მაღალი ხარისხით და საიმედო გზით

ეგისში ხარისხი უპირველესია. ეს ეხება ჩვენს პროდუქტებს, მომსახურებებსა და სამუშაოებს. ჩვენს საწარმოო ხაზებზე აღნიშნულს ვაღწევთ უწყვეტი ინვესტიციებითა და გაუმჯობესებით. აქ წარმოებული პროდუქტები ექსკლუზიურად იყიდება იმ თანაშრომლების მიერ, რომლებიც გამოცდილი ექიმები ან ფარმაცევტები არიან. ჩვენ, ასევე, მოველით ხარისხს მუშაობის დროს. ეს ეხება თითოეულ ჩვენგანს ჩვენს შესაბამის სფეროებში, ამოცანებსა და პირად პასუხისმგებლობაში. ეს არის ეგისის გარანტია.